Saturday, June 18, 2011

ეს ზღაპრული ზამთარია

1. პროექტის მთავარი იდეა:
ამ გაკვეთილის შესწავლა ბავშვებს ხელს შეუწყობს უკეთ დაიმახსვრონ ზამთრის თვეები, წელიწადის დროები, შეძლონ ზამთრის თემაზე შექმნილ ხელოვნებაში (ლექსი, მუსიკა, ნახატი) კონკრეტული განწყობის ამოკითხვა და ერთმანეთთან დაკავშირება.
2. პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ ზამთარი წელიწადის ერთ–ერთი დროა და შეძლონ ზამთრის თვეების დამახსოვრება.
3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები თემის შესაბამისად ახასიათებენ სეზონურ მოვლენებს, აღწერენ იმ ცვლილებებს, რომელსაც განიცდიან მცენარეები, ცხოველები, ფრინველები სეზონების მიხედვით. ათვალიერებენ ხელოვნების ნაწარმოებებს, საუბრობენ მათ შინაარსზე, ამოიცნობენ ნიმუშებში ასახულ წელიწადის დროებს.
4. მონაწილეთა ასაკი:
6 წელი (პირველკლასელიბი).
5. ვადები/ხანგრძლივობა:
35 წუთი.
6. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, საშლელი, შემოქმედებითი   რვეული, სურეთები ზამთრისა და შემოდგომის თემაზე, ე.ახვლედიანის რეპროდუქციები: "ზამთარი რაჭაში", "ზამთარი" და "ხეები". ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პრინტერი, პროექტორი.
7. პროექტის მსვლელობა:
   1. მუშაობა სახელმძღვანელოზე – 7 წთ. ინდივიდუალური.
   2. საუბარი ზამთრის თემაზე – 8 წთ.
   3. თამაში – "ზამთრის თვეები" – 5 წთ.
   4. მუშაობა სახელმძღვანელოზე – 7 წთ. წყვილებში.
   5. ანიმაციური ფილმი " შობა"  – 6 წთ.
   6. დასკვნა – 2 წთ.
8. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის მიხედვით ჩატარებული გაკვეთილი მთლიანად დაკავშირებულია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწიებულ მისაღწევ შედეგებსა და ინდიკატორებზე.
9. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
თამარ ზარიძე.
10. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:
tamarzaridze60@gmail.com
11. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: